Wednesday, June 8, 2011

საქართველოს ინტერნეტ ტელევიზიები

20080525-watch-tv-online
ნტერნეტ ტელევიზია სატელევიზიო მომსახურების ინტერნეტით მიწოდებას გულისხმობს. ის აერთიანებს ორი ტიპის ტელევიზიას: ერთი, რომელიც ასლია ტრადიციული სატელევიზიო არხებისა (მათ IPTV-ს უწოდებენ ) და მეორე, რომელიც თავად ქმნის სატელევიზიო პროდუქტს. შესაძლოა, რომელიმე საიტს ორივე ეს ფუნქცია ჰქონდეს, თუმცა უმეტეს შემთხვევაში, ისინი ერთმანეთისგან განცალკევებულია. 
ვებ სივრცეში პირველი ქართული  ინტერნეტ ტელევიზიების შესახებ განსხვავებულ აზრებს წააწყდებით. gevision.ge მიიჩნევს, რომ ის პირველი ინტერნეტ ტელევიზიაა, იგივე ამბიცია აქვს itv.ge-ს, ასევე პირველ ინტერნეტ ტელევიზიადაა ცნობილი kolkha.org
kolkha.org კოლხური კულტურის საერთაშორისო ცენტრის ინიციატივით შეიქმნა და ეთერში 2007 წლის ბოლოს გავიდა. ტელევიზია ლაზური დიალექტის გადარჩენის მიზნით, ლაზურ ენაზე ლაზებისთვის მაუწყებლობდა. ამ დროისთვის საიტზე განახლებები არ არის, როგორც ჩანს, ტელევიზია აქტიურად 2007-2008 წელს მუშაობდა. გარდა სიუჟეტებისა, საიტზე ლაზურ დიალექტზე თარგმნილი ფილმები და მუსიკაა განთავსებული.
gevision.tv ტელეკომპანია "იმედიდან" წამოსულმა ჟურნალისტებმა 2007 წლის 8 ნოემბერს შექმნეს. ტელევიზია ექსკლუზიურ მასალაზე იყო ორიენტირებული. საიტის ადმინისტრაციას 24 საათიანი მაუწყებლობის სურვილი ჰქონდა, თუმცა ტელევიზიამ მუშაობა  2009 წლის 28 დეკემბერს, უსახსრობის გამო, შეაჩერა.
itv.ge შეიძლება ითქვას, ყველაზე წარმატებული ქართული ინტერნეტ ტელევიზიაა. ის 2009 წლის 31 მარტიდან ფუნქციონირებს. itv.ge „კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის” ნაწილია, რომლის შემადგენლობაში შედის www.presa.ge და www.bp.ge
tetrebi.org პირველი ქართული ინტერნეტ ტელევიზიაა, რომელიც პოლიტიკურ პარტიას ეკუთვნის. ის სულ ახლახან, 12 ოქტომბერს შეიქმნა თემურ შაშიაშვილის პარტიის "თეთრი მოძრაობის" მიერ. როგორც საიტზეა აღნიშნული, ტელევიზიის შექმნის მიზეზი ქვეყანაში არსებულმა სიტყვის თავისუფლების არქონა გახდა.
რაც შეეხება ქართულ აი-პი ტელევიზიებს (IPTV), მათი რიცხვი საკმაოდ დიდია

რუსთავი 2 (14) [21,21%]
იმედი (19) [28,79%]
მზე (1) [1.52%]
პირველი არხი (3)[4.55%]
1 სტერეო (0) [0%]
კავკასია (6) [9.09%]
  რაც შეეხება კონკრეტული ტელევიზიების პირადი საიტების განხილვას მე შევარჩიე შემდეგი ტელეკომპანიები : "რუსთავი 2", "იმედი", "ერთსულოვნება".
 
  სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", რომელიც 1994 წელს დაარსდა, ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული ტელეკომპანიაა საქართველოში.რუსთავი 2 კერძო კომპანიაა,რომელის მაუწყებლობს მეტრულ არხზე და მისი გადაცემების ყურება საქართველოს მოსახლეობის 85% შეუძლია.  საიტი გაფორმებულია ლურჯ ფერებში, მაგრამ მიუხედავად მშვიდი ფერისა მისი მთავარი გვერდი ძალიან გადატვირთულია რეკლამებითა და გადაცემების ვიდეო ანონსებით, რაც ჩემი ზრით თვალისთვის გამაღიზიანებელია. თუმცა ეს ყველაფერი მომხმარებელს უზრუნველყოფს ინფორმაციით.მთავარ გვერდზე დევს რუბლიკები, არქივი, ანონსი, ფორუმი, ტელევიზიის ისტორიული მიმოხილვა და რაც სხვა ტელევიიზიების საიტებისაგან განასხვავებს მობილური "Live"და პოპულარული ვიდეოების კოლაჟი.
  ტელეკომპანია "იმედი" 2001 წელს დაარსდა და მაუწყებლობს 2003 წლის 15 მარტიდან. "იმედი",უახლესი თაობის ტექნიკური აღჭურვილობის მეშვეობით საქართველოს ტერიტორიას მაღალი ხარისხის სატელეიზიო სიგნალით უზრუნველყოფს.ტელეკომპანიის საიტი გაფორმებულია ნარინჯისფერ ნათელ ფერებში, რაც თვალისთვის დამამშვიდებელი და კარგი აღსაქმელია, მთავარი გვერდიც ნაკლებ გადატვირთულია. პირველ გვერდზე წარმოდგენილია ტელეპროგრამა, რუბრიკები, პირდაპირი ეთერი და ტელეკომპანიის ისტორიის მიმოხილვა.
  ტელეკომპანია "ერთსულოვნება" არის საპატრიარქოს მიერ დაარსებული არხი, რომელიც საკმაოდ განსხვავდება სხვა ტელეარხებისაგან. იგი ძირითადად რელიგიური კუთხით აშუქებს მოვლენებს, შესაბამისად საიტიც დატვირთულია რელიგიური თემატიკით და არ გააჩნია საინფორმაციო გადაცემა. საიტზე სტუმრობისთანავე ირთვება საგალობელი და პატრიარქის ქადაგება, მთავარ გვერდზე არის გადაცემებისა და რუბლიკების სრული ჩამონათვალი. ასევე ტელევიზიის საიტზე შესაძლებელია პირდაპირი ეთერისა და არქივის ხილვა. აქვს ფორუმი, საიტის რუქა და სხვა ტელევიზიებისაგან განსხვავებით ფოტო და ვიდეო გალერეა.

რეიტინგული უცხოური ტელევიზიები


BBC  - The British Broadcasting Corporation  არის მსოფლიოში უმსხვილესი სამაუწყებლო კორპორაცია 26 000  თანამშრომლით. მისი შტაბ–ბინა მდებარეობს ლონდონში.
 დაარსდა 1922 წელს.BBC-ის კორპორაცია ქმნის პროგრამებს, ამზადებს საინფორმაციო გამოშვებებს და გადასცემს მათ ტელევიზიის რადიოსა და ინტერნეტის საშუალებით.




CNN - The Cable News Network -ამერიკულიტელეკომპანიაა ახალი ამბების 24 საათიანი მაუწყებლობით. დაარსდა 1980 წელს.მსოფლიოს ეს უმსხვილესი საინფორმაციო კომპანია მოიცავს 14 სხვადასხვა საკაბელო და თანამგზავრულ არხს, 2 რადიოსადგურს, 6 ინტერნეტ საიტს და 40–ამდე საზღვარგარეთულ ბიუროს. 





 MTV European -  არის  24– საათიანი, ინგლისურენოვანი მუსიკალური ტელე არხი, რომელიც დაარსდა 1987 წელს. იგი გათვლილია 16–იდან 24– წლამდე მაყურებლისათვის.სათაო ოფისი მდებარეობს ლონდონში. ეს არხი მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში მაუწყებლობს.





    ამ სამი ტელეკომპანიის  საიტების ნახვისას ყურადღებას იქცევს მრავალფეროვნება და რუბრიკების სიუხვე.
   CNN–ის მთავარი გვერდი გაფორმებულია წითელი ტონალობით, BBC რუხ ფერებშია და MTV–ის ფონი არის შავი. მათ ინტერნეტ ვერსიას აქვს რადიო მაუწყებლობაც. თითოეულ მათგანს გააჩნია სხვადასხვა კატეგორიები, სადაც მომხმარებელს შეუძლია მიიღოს მისთვის სასურველ თემაზე ინფორმაცია. 
   BBC აქვს ყველასგან გამორჩეული "მსოფლიო სერვისი", რომლის საშუალებითაც გარკვეულ ქვეყნებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია მშობლიურ ენაზე.
   CNN –ს აქვს გამოყოფილი რუბრიკები მსოფლიო რეგიონების მიხედვით.
   MTV წინა ორი ტელეკომპანიის საიტებისგან განსხვავებით, თავისი თემატურობიდან გამომდინარე გამოირჩევა ნაკლები რუბრიკებით და ახალი ამბები აქვს მხოლოდ შოუ–ბიზნესთან დაკავშირებით.

რეგიონალური ტელევიზიები





  კახეთში ტელეკომპანია"გურჯაანი" მაუწყებლობს მე–11 არხის მეტრული დიაპაზონით 1993 წლიდან. ტელევიზია მაუწყებლობს ყოველდღიურად 08:00 სთ–დან 11:00 სთ–მდე.გურჯაანის ტელევიზიას ჰყავს 30 თანამშრომელი.
  ტელეკომპანიის საიტის მთავარ გვერდზე განთავსებულია რუბრიკები, პოპულარული ვიდეოები, ბმულები და სიახლეები.გადაცემების ანონსს დიდი ადგილი უჭირავს მთავარ გვერდზე და იგი წარმოდგენილია slide show-ს სახით.
  განსხვავებით სხვა რგიონული ტელევიზიების საიტებისაგან ის აწარმოებს გამოკითხვას აქტიურ თემებზე სადაც ყველა ადამიანს შეუძლია დააფიქსიროს საკუთარი აზრი.




  "ოდიშის" ტელევიზია ჩამოყალიბდა 1988 წელს, ის პირველი რეგიონული ტელევიზიაა.მისი მაუწყებლობის დაფარვის ზონა მოიცავს სამეგრელოს რეგიონს, ნაწილობრივ სვანეთს და აფხაზეთს.
  ტელეკომპანია "ოდიშის" საიტის მთავარი გვერდი არის ძალიან გადატვირთული და მასზე განთავსებულია ვალუტის კურსი, კალენდარი, ამიდნის პროგნოზი და რუბრიკები.


 წალენჯიხის რეგიონული ტელევიზია "ჯიხა" დაარსდა 1999 წლის 17 მარტს.ის მაუწყებლობს სამეგრელოში და მაუწყებლობის ხანგრძლივობა ყოველდღიურად არის 16 საათი.ტელეკომპანიაში დასაქმებულია 2 ადამიანი.
  "ჯიხას" საიტი ვიზუალურად არ არის დახვეწილი, მასზე განთავსებულია საიტის მენიუ და სხვა ტელევიზიების საიტებისაგან განსხვავებით რუბრიკებში დამატებული აქვს ფსიქოლოგიის საათი, ემიგრანტებისთვის და ასევე აქვს პრესის მიმოხოლვა.

Wednesday, April 13, 2011

სატელევიზიო ანძა

თბილისის ტელეანძა — დამოუკიდებლად მდგომი სტრუქტურა საკომუნიკაციო მიზნებისთვის აშენდა 1955 წელს; მდებარეობს მთაწმინდაზე, თბილისში, საქართველო. ტელეანძას "საქართველოს ტელეცენტრი" მართავს, რომელიც 1955 წელს დაარსდა. ანძის საკომუნიკაციო სისტემები მოიცავს ტრანსლირებას, MMDS, პეიჯერსა და მობილურ გადამცემებს და კომერციულ ტელევიზიას. ანძის სიმაღლეა 274.5 მ / 901 ფუტი და ზღვის დონიდან 719,2 მეტრის სიმაღლის მთაზე დგას.

Wednesday, April 6, 2011

ბიბლიოგრაფია

«ვიდეოარტის განვითარების ტენდენციები და თანამედროვე ტელევიზია»
Authors:ვახტანგოვი, ალექსანდრე
Subjects:ტელევიზია; Телевидение; Television
DDC Subject:News media, journalism, publishing
Date of Issue:2006-10-31
Source:ვიდეოარტის განვითარების ტენდენციები და თანამედროვე ტელევიზია" / ალ. ვახტანგოვი: დის...ხელოვნებათმც. მეცნ. კანდ. 17.00.01 / სამეცნ. ხელმძღვნ.: გვახარია გ. ; საქ. თეატრისა და კინოს სახ. უნ-ტი - თბ., 2006 - 126გვ. - - ბიბლიოგრ.: გვ. 120-126. UDC: 81'276.6:654.197 + 808.5:7.097 + 7.037
Language:Georgian;
Extent Format:99 გვ.

Saturday, April 2, 2011

ინფორმაციის გავრცელების წყარო

ტელევიზია ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი წყარო


სატელევიზიო მაუწყებლობები სათავეს იღებს გვიანი 1920-იანი წლებიდან.ტელევიზია აქტუალური გახდა ყველა სფეროში,თუმცა ძირითადად სანახაობრივი და საინფორმაციო ფუნქცია მიიღო.ბოლო წლებში ინტერნეტის განვითარებასთან ერთად აქტუალური გახდა ინტერნეტ ტელევიზია.



ფაილი:Braun HF 1.jpg
ტელევიზია საქართველოში
ყველაზე პოპულარული და ყველაზე პრობლემური მედიასაშუალება - ასე ახასიათებს ადგილობრივი და უცხოელი ანალიტიკოსების უმრავლესობა საქართველოში ტელევიზიას.

ერთ-ერთი უკანასკნელი გამოკვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა 84 პროცენტისთვის ინფორმაციის მთავარ წყაროს სატელევიზიო ახალი ამბები წარმოადგენს. 

ტელემაუწყებლობის ისტორია

ტელემაუწყებლობის ისტორია
ტელემაუწყებლობის მოკლე ისტორია და საქართველო
მსოფლიოში ტელევიზიის განვითარების დასაწყისად ითვლება 1875-1877 წლები, როდესაც   მოძრავი ობიექტის გამოსახულების სიგნალის მიღებისა და გადაცემის ძირითადი პრინციპები იქნა შემუშავებული.
ტერმინი ”ტელევიზია” პირველად  რუსმა ინჟინერმა კ.პერსკმა  სართაშორისო კონგრესზე, პარიზში 1900 წელს გამოიყენა, თავის მოხსენებაში ”ელექტრონული ტელევიზია”.
 · 1925-1926 წლებში ინგლისში და აშშ-ში მოეწყო გამოსახულების გადაცემათა დემონსტრირება.
·  1928-1931 წლებში კი გამოსახულების გადაცემათა დემონსტრირება სსრკ-შიც განახორციელეს.
·  ამჟამდ არსებობს ტელემაუწყებლობის სხვადასხვა სტანდარტი: SEKAM-3,PAL, NTSC და სხვა.
·  ტელევიზიის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საზღვარგარეთის სპეციალისტებს.პირველი სატელევიზიო გადამცემი და მიმღები შეიმუშავა პორტუგალიელმა მეცნიერმა დე პაივამ.
·  ტელევიზიის ელექტრონული სისტემის შექმნის იდეა წამოაყენა ინგლისელმა ინჟინერმა კ.სუინტონმა.
·  1934 წლის 15 ნოემბერს მოსკოვში მოეწყო გამოსახულების ხარისხის ჩვენება, სადაც გამოყენებული იყო ს. კატაევის მიერ შემუშავებული გადამცემი მილი.
·  1934 წლის 15 ნოემბერს პირველად სსრკ-ში მოეწყო ტელეგადაცემა ბგერითი თანხლებით.
·  ტელემაუწყებლობა სსრკ-შიომის გამო  შეწყდა 1941 წლის 1 აპრილს.
·  ტელეგადაცემები მოსკოვში აღდგა 1945 წლის 7 მაისს  და ეს იყო პირველი ევროპაში.


· 1953 წელს დაიწყო პირველი ტელეცენტრის დაპროეტება თბილისში, რომელიც უნდა განთავსებულიყო მთაწმინდის ზედა პლატოზე. პროექტის განხორციელებაში, ტელეცენტრისა და ტელეანძის ადგილმდებარეობის განსაზღვრაში დიდი წვლილი მიუძღვით იმ დროს წამყვან სპეციალისატებს: კ.კოტრიკაძეს, ი.ძაგნიძეს, ა.ლორთქიფანიძეს,  ვ.ლორთქიფანიძეს.
· 1956 წელს მთაწმინდის ზედა პლატოზე პროექტის შესაბამისად დამთავრდა სატელევიზიო ანძის მშენებლობა.ანძის სიმარლე 185 მეტრი იყო, ხოლო ტურნიკენტულ ანტენასთან ერთად მისი სიმაღლე შადგენდა 192 მეტრს.  (ეს ანძა მაშინ სსრკ-ში ყველაზე მაღალი იყო). იქვე აშენდა სასტუდიო სააპარატო ბლოკი, რომელიც შედგებოდა ერთი 50 კვ.მ სტუდიისაგან. გარდა ამისა, იყო ერთი სასტუდიო და ორი კინოარხი. ამ დროისათვის შეძენილი იყო ერთი მოძრავი სატელევიზიო სადგური პტს-42. ანძაზე განთავსებული ანტენისათვის დამონტაჟდა სატელევიზიო გადამცემი ტტრ-5/2,5  5 კვტ სიმძლავრით და 1956 წლის ნოემბერში მეოთხე მეტრული სატელევიზიო არხით დაიწყო საცდელი გადაცემები.
   
· 1956 წლის 28 დეკემბერს გაზეთი ”კომუნისტი” წერდა”თბილისში იხსნება ტელესტუდია”. ამ მოვლენამდე 6 თვით ადრე  თბილისში და რუსთავში გაიყიდა 3500 ტელევიზორი (რა თქმა უნდა შავ-თეთრი).  ტელევიზორის ფასი 200 მანეთი იყო.
· 1956 წლის 30 დეკემბერს ექსპლოატაციაში შევიდა თბილისის ტელეცენტრი და დაიწყო სატელევიზიოპროგრამების რეგულარული გადაცემები.
· თბილისის პირველ ტელემაყურებლებს წარმოადგენდნენ მეზობელთა ჯგუფები, ანუ სამეზობლო. იტალიურ ეზოებში გამოტანილი იყო ტელევიზორი, რომელსაც მეზობლები კოლექტიურად უყურებდნენ. ამ დროს ადამიანები განცვიფრებაში მოჰყავდა ტელევიზორს, როგორც ტექნიკის ფენომენს. ესთეტიური სიამოვნება მეორე პლანზე იყო გადაწეული.